აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში არჩევნები გაიმართა

 

28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩია დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია; საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა  კომისიის თავმჯდომარედ - გივი ლომინაძე, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ - ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც რეგლამენტის თანახმად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებისათვის დეპუტატების საჭირო რაოდენობა  არ შეიკრიბა.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions