28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩია დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია; საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გივი ლომინაძე, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ - ნუგზარ მგალობლიშვილი.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც რეგლამენტის თანახმად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებისათვის დეპუტატების საჭირო რაოდენობა არ შეიკრიბა.