იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულს სხდომაზე განხილვის შესახებ.

ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით. მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, მურმან კვარაცხელიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ  კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომას ესწრებოდნენ ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა, რაისა ქარაია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.









































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions