მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს “გლობალური განათლების სამიტი - აზერბაიჯანი 2026“ გაიმართა. ღონისძიება ქ.ბაქოში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებით და აზერბაიჯანის ევროპული სკოლის (EAS) მხარდაჭერით განხორციელდა.     

სამიტზე განიხილეს გლობალური განათლების განვითარების პერსპექტივები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან, ხორვატიიდან.

პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი და მნიშვნელობა თანამედროვე განათლების მიწოდების კუთხით. იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის AI-ის კვლევის სხვადასხვა ქვე-სფეროს კონკრეტულ მიზნებსა და ინსტრუმენტების გამოყენებაზე, კერძოდ: სწავლება, მსჯელობა, ცოდნის წარმოდგენა, დაგეგმვა და აღქმა. სამიტის მონაწილეებმა მიმოიხილეს ციფრული განათლების მიწოდების რისკები, ხოლო წარმოდგენილი მოხსენებებისა და სემინარების მეშვეობით მოხდა დაგროვილი გამოცდილების გაცვლა.  

სამიტზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია: („განათლება საზღვრების გარეშე“). მან ვრცლად ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ხარისხიანი ცოდნის მიწოდების პერსპექტივებზე, წარმოადგინა სწავლების მეთოდოლოგია. მოხსენების ფარგლებში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სფეროში შექმნილ რთულ ვითარებას, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან არის დაკავშირებული. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთა შორის.

ღონისძიების დასასრულს სამიტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საპატიო ჯილდოები.   

გალერეა

სხვა სიახლეები