მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე პირადად მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, იმსჯელეს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტის კუთხით ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების ერთობლივ მუშაობაზე.

ჯემალ გამახარიას განცხადებით რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან პერმანენტული შეხვედრები მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, უმაღლესი საბჭო აქტიურად განაგრძობს მუშაობას დევნილი ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

ვახტანგ ყოლბაიამ ვრცლად ისაუბრა დევნილთათვის განკუთვნილი სხვადასხვა სოციალური თუ ჯანდაცვითი პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ, შეეხო დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ. სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 305 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ზუგდიდში, ფოცხოეწერში, ხაიშში, ჭუბერში, ნაკრაში, მესტიაში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არიან განსახლებული. სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა როლანდ ნიჟარაძემ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტში „სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლებები ოკუპირებულ აფხაზეთში“ 2025/2026 სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. საერთო ჯამში 206 მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ინვენტარი.  

უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კონსტანტინე ბასარია, მთავარი სპეციალისტი მერაბ ჩიკვატია, უფროსი სპეციალისტი რუსლან ბენია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, სოფელ ჭუბერის რწმუნებული შოთა ცინდელიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თეა დევდარიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ონისე ჩაკვეთაძე და მარიკა კოპალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე, ხაიშის სკოლის დირექტორი ზურაბ ქანთარია, ჭუბერის სკოლის დირექტორი ნატო სუბარი, ნაკრას სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მე-3 სკოლის დირექტორი ნათია გოშთელიანი, ლენჯერის მე-2 სკოლის დირექტორი ლალი გულედანი, ეცერის სკოლის დირექტორი ქეთევან გურჩიანი.     

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.     

 

გალერეა

სხვა სიახლეები