ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, „მშვიდობის
ელჩებისა“ და „მრავალშვილიანი დედები საქართველოს“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე „მშვიდობის ელჩებმა“
საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინეს. ასევე, აფხაზეთის
მრავალშვილიანი დედები ღვაწლისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით დააჯილდოვეს.
შეხვედრა დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „ინგირს მელე“ ჩვენებით
დასრულდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ
გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები,
საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი
საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.