17 სექტემბერს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან
დევნილი ბავშვების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება
გახსნა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების უმაღლეს საბჭოში ყოფნა და მათი წარმატებების ხილვა.
ჯემალ გამახარიამ
მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც დევნილი
ბავშვების განათლებასა და განვითარებას უწყობენ ხელს. მან განსაკუთრებით აღნიშნა ლიანა
ჩაკლოვას, საგანმანათლებლო ცენტრის თანადამფუძნებლისა და სრულუფლებიანი დირექტორის,
მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლას
სრულად უფინანსებს.
ღონისძიებას
სწორედ ლიანა ჩაკლოვა უძღვებოდა.
ღონისძიების
ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „აფხაზეთის მომავალი თაობა“. ღონისძიების მიზანს აფხაზეთიდან
დევნილი ბავშვების საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და ეროვნული ცნობიერების განვითარების
ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი
საბჭოს წევრები ადა მარშანია და თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია, აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე არჩილ ჯაყელი, საერთაშორისო განათლების
აკადემია „ბიდისის“ დირექტორი ნათია შათირიშვილი და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩების“
დამფუძნებელი მაკა ცაბუტაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, რომელთა ინგლისური ენის სწავლებას ა(ა)იპ
„აფხაზეთის მომავალი თაობა“ უზრუნველყოფს. ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები აფხაზეთის
გმირების შესახებ და ისაუბრეს აფხაზეთის ომის პერიოდში სამედიცინო დახმარებისა და ექიმების
განსაკუთრებული როლის შესახებ.
ღონისძიების
ფარგლებში ახალგაზრდებმა საკუთარი ცოდნისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასთან
ერთად, აფხაზეთის უახლესი ისტორიის უკეთ გააზრებას, ქვეყნის გმირების ხსოვნის პატივისცემასა
და ისტორიული მეხსიერების მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
პრეზენტაციების
დასრულების შემდეგ გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდების დაჯილდოება. ღონისძიების მონაწილეებს
სიტყვით მიმართა და სიგელები გადასცა საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ დირექტორმა
ნათია შათირიშვილმა.
განსაკუთრებით
ემოციური იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიასა და უმაღლესი საბჭოს წევრის
ადა მარშანიას გამოსვლები და ახალგაზრდებისადმი მიმართვა. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეების
მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები და ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის საქმიანობა.
ხაზი გაესვა ღონისძიების მნიშვნელობას აფხაზეთის თემაზე საგანმანათლებლო საქმიანობისა
და ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ
ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ისტორიული მეხსიერების მატარებლები და მემკვიდრეები.
ახალგაზრდებს
ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა,
საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილემ იგორ კოპალიანმა და ორგანიზაცია
„მშვიდობის ელჩების“ დამფუძნებელმა მაკა ცაბუტაშვილმა.
დასასრულს,
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდებს ინგლისური ენის კურსის წარმატებით გავლის,
საკუთარი ცოდნისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატების სიგელები გადასცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ადა მარშანიამ და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილემ იგორ კოპალიანმა.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატების სიგელებით დაჯილდოვდნენ:
1. ნიკოლოზ
გურჩიანი
2. ბარბარე
შუბითიძე
3. ალექსანდრე
ყოლბაია
4. გაბრიელ
კორძაია
5. ანდრია
კორძაია
6. მარიამ
ხურცილავა
7. ნიკოლოზ
ხურცილავა