მიმდინარე წლის 3 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2 კვარტლის (ნაზარდი ჯამით) შესრულების მიმოხილვის შესახებ“; „უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების (2026 წლის 30 აგვისტო - 2 სექტემბერი) ქ. ზუგდიდში, მესტიაში, ლენტეხსა და ცაგერში მივლინების შედეგების შესახებ“; „ვახტანგ ყოლბაიას ქ. მესტიაში მივლინების (18.08.-19.08. 2026წ.) შედეგების შესახებ“, და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დახურვის შესახებ“.

განცხადებების მოსმენის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები