20 აგვისტოს  ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და პოლიტიკურ მებრძოლს, აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ღირსეულ მამულიშვილს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,  საქართველოს უზენაესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წევრს (1991-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გერმანე  ფაცაციას 75 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თემურ მჟავიამ,  მურმან კვარაცხელიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აპარატის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრებთან ერთად პატივი მიაგეს გერმანე ფაცაციას ხსოვნას  და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.  

 



გალერეა