მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის საშემოდგომო სესიამ მუშაობა განაახლა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სესია გახსნილად გამოაცხადა, ტრადიციისამებრ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

მოხსენებაში ჯემალ გამახარიამ დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2026 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და დასახულ გეგმებზე, მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ჩართულობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსზე მუშაობა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულენოვანი სწავლების პრობლემები და სხვა. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, მთავრობის აპარატის პასუხმგებელი მუშაკები.  

სხვა სიახლეები