მიმდინარე
წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და
რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა
განახილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი: „ნუგზარ მგალობლიშვილის გადადგომის
შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“; „ნორმატიული აქტების
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“;
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შესახებ“.
კოლეგებს,
უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებებისა და ნორმატიული აქტების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია, თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ
ხუბუამ წარუდგინა. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პრეზიდიუმმა იგი ცნობად მიიღო.
პრეზიდიუმის
დასრულების შემდეგ გაიხსნა რიგგარეშე პლენარული სხდომა.
მოსაზრებების
ურთიერთგაცვლის შემდეგ, ცნობად იქნა მიღებული ნუგზარ მგალობლიშვილის გადადგომის შესახებ
განცხადება.
კენჭისყრაზე
დადგა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ ჯგუბურიას არჩევის საკითხი. კენჭისყრის შედეგად,
უმაღლესი საბჭოს სესიამ ზურაბ ჯგუბურია აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია. უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ კოლეგების სახელით მას კომიტეტის თავმჯდომარის
თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.