აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, 2026 წლის 18 სექტემბერს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები
გაიმართა.
პლენარულ
სხდომას, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, ესწრებოდა
16 დეპუტატი. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
სხდომამ
განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების შესახებ“.
თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა და საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების
მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, ვახტანგ ყოლბაია
აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას თავმჯდომარის
მოადგილედ არჩევას, უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ,
და მადლობას უხდის ბატონ თამაზ ხუბუას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის
თანამდებობაზე გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის.