უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ - ეკონომიკურ საკითხთა ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საკითხების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამინის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა 3 საკითხი.


1. „აფხაზეთის ავტონომიურინ რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია „აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესრულების შესახებ“.

3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის  თაობაზე.

კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი რ. ცატავა.

დღის წესრიგის პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-მა რ. წულაიამ, ხოლო მე-3 საკითხზე მოხსენებით გამოვიდა  უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარე ბ-ნი ვ. ყოლბაია.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის ირგვლივ მოხსენებით გამოვიდნენ კომიტეტების თავმჯდომარეები ბ-ნი რ.ცატავა, ნ.მგალობლიშვილი, ა.მარშანია, ვ.ყოლბაია. აღინიშნა, რომ კანონპროექტი შეესაბამება აფხაზეთის მთავრობის მიერ 2024-2027 წლის პრიორიტეტის დოკუმმენტს და განსაზღვრავს 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  ასიგნებების მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტებიდან, ასევე განსაზღვრავს 2024 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებულ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს და რომ წარმოდგენილ კანოპნპროექტის მომზადებისთვის გამოყენებულ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები შესაბამისობაშია საქართველოს 2023-2026 წლების ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებთან.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თ.ხუბუამ, ზ.ჯგუბურიამ. თ.მჟავიამ, ვ.ყოლბაიამ, ნ. მგალობ;იშვილმა, გ. გვაზავამ, ა.წოწონავამ.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური  ბიუჯეტის პროექტის განხილვა შეაჯამა სხდომის თავმჯდომარემ ბ.მა  რ.ცატავამ.

კანონპროექტან დაკავშირებით სამივე კომიტეტმა ცალ-ცალკე კენჭისყრით მიიღო შესაბამისი დასკვნები კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილულ რეკომენდაციის თაობაზე.

„აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი სხომაზე წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-ნმა ვ.ყოლბაიამ, რომელმაც სხდომის მონაწილეებს განუმარტა რეგლამენტში ცვლილების შეტანის დამდგარი აუცილებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო მედლის დაწესებასთან დაკავშირებით.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს  ბატონებმა ნ.მგალობლიშვილმა, ზ.ჯგუბურიამ, თ.ხუბუამ, ა.წოწონავამ, ქ-ნმა ე.ასტემიროვამ.

განხილულ საკითთან დაკავშირებთ კომიტეტების ერთობლივმა სხდომამ მოიწონა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილი ცვლილების პროექტი და რეკომენდაცია მისცა კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიეჯეტის შესრულების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია.



































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions