აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სდომა გაიმართება

2021 წლის 15 მარტს გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სდომა.

 

კომიტეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; ნ. თაბუკაშვილის პრემიის დებულების განხილვა; კომიტეტის სხდომებზე წევრების საპატიო და არასაპატიო მიზეზით დასწრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

სხდომას გაუძღვება საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

სხდომა გაიმართება 12 სთ-ზე.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions