8 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა.
კომიტეტის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დავით ესათიას მიერ შემოტანილი განცხადება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების საკითხი, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ბიბლიოთეკის პროექტის შესასრულებლად გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
სხდომას უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი უძღვებოდა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.