10 აპრილს აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის სამუშაო შეხვედრა შედგა მინისტრის მოადგილეების ნინო ლობჟანიძისა და მარიამ კუჭავას მონაწილეობით.
საუბარი შეეხო განათლების და კულტურის სამინისტროს საქმიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობას, ასევე თეატრებში, კაპელაში, საყმაწვილო და საბავშვო ჟურნალების „იალქანისა“ და „აფქიოს“ გამოცემასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს როლს ამ შემოქმედებითი ორგანიზაციების მუშაობაში.
კომიტეტის მიერ სამინისტროსადმი დასმულ შესაბამის შეკითხვებზე პასუხს მოისმენენ კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.