„კათარზისში“ გამართულ საქველმოქმედო საღამოს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა

 

ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო  კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

ხანდაზმულ ქალბატონებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველი პირები, ბატონები ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ,  დედის დღე მიულოცეს, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს მზრუნველობამოკლებულ ქალბატონებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.



































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions