აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატთა კორპუსმა და აფხაზეთის ავტონომიური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 

9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს დღე ქართველი ერის ერთიანობის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნათელი მაგალითია.

 

30  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული აქცია 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა დასახიჩრდა.

 

 

 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions