აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ხელისუფლების წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.