მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ევროპარლამენტში ბატონ მ.სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, დარწმუნებული ვარ, გარდამტეხი იქნება საქართველოს ტერიტორიების რეალური დეოკუპაციის გზაზე.
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცხადებულმა პოლიტიკურმა ინიციატივებმა პრობლემის უცილობელი და სამართლიანი მოწესრიგების რწმენა განამტკიცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა