ფრაქცია “დემოკრატიული რეფორმებისათვის” განცხადება სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით

 

ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც გვატემალაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის თაობაზე, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო ამჟამად რუსეთის ფედერაციის სახემწიფოებრივ სივრცეში მოქცეულ ქალაქ სოჭში, ჩვენში ჯერ გაუგებრობის განცდა დაბადა, ხოლო შემდგომში საპროტესტო განწყობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიესალმა ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, აფხაზეთის ავტონომირუი რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მყისიერად გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად გააპროტესტა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, კომიტეტის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ბოიკოტი გამოეცხადებინა 2014 წელს ქალაქ სოჭში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

 

ჩვენი პოზიცია მოტივირებული იყო მთელი რიგი გარემოებებით:

 

ა) სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ოლიმპიური თამაშების მასპინძელს, არის ოკუპანტი;

 

ბ) ქალაქ სოჭის მიდამოებში სადაც უნდა ჩატარდეს შეჯიბრებები ოლიმპიური თამაშების ძირითად სახეობებში, არის ადგილი სადაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა მაშტაბური გენოციდი ადგილობრივი ავტოქტონი კავკასიელი ხალხებისა;

 

გ) რუსეთი პერმანენტულად არღვევს ოლიმპიური ქარტიის ყველა ძირითად მოთხოვნას, რომელიც განეკუთვნება ეკოლოგიური მდგრადობის, უსაფრთხოების, ადამიანის ღირსების, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებს.

 

აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ უპირობოდ უნდა მოითხოვოს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება რუსეთის ფარგლებს გარეთ და გადადგას ნაბიჯები საყოველთაო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

 

მიგვაჩნია, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარება - არჩატარება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს, ჩვენი მორალურ - ზნეობრივი ვალია გამოვიყენოთ საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული ყველა ხერხი იმისათვის, რათა სისხლით მორწყულ “კრასნაია პოლიანაზე”არ გაიმართოს საუკუნის ფარსი ისევე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, რომელმაც სტიმული მისცა ფაშიზმის აღზევებას შუაგულ ევროპაში

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “დემოკრატიული რეფორმებისათვის”

01.12.2010



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions