საქართველოს საზოგადოება მოქვის სახარების გადასარჩენად უნდა გაერთიანდეს!

 

 

ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა მოქვის ტაძარი, სადაც 1300 წელს სახარების უნიკალური ხელნაწერი გადაიწერა.

 

მოქვის სახარება ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებით და მრავალფეროვანი ორნამენტებით არის გაფორმებული. 7 საუკუნის წინანდელი ქართული ისტორიული და რელიგიური რელიქვია დღეს განადგურების პირასაა. ფურცვლოვანი ოქრო და საღებავები იშლება, ცვივა და ქრება უნიკალური მინიატურები.

 

ქართული საზოგადოება ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს  მოქვის სახარების გადასარჩენად. ამ მიმართულებით  მოძრაობა უკვე დაიწყო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოქვის სახარების  გადასარჩენად და მისი რელიგიური, მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეხვედრებს მართავს საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან. ხვალ, 17 დეკემბერს, ბარბარობის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე მეცნიერთა ერთ ჯგუფს და საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს უმასპინძლებს და კონკრეტულ მსჯელობას გეგმავს მოქვის სახარების პრობლემატიკის გარშემო.

 

უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions