შეხვედრა პარლამენტში

2010 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი შეხვდა ქ.თბილისში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენლებს მალხაზ კორძაიას, ლევან გვარლიანს, ირაკლი ციკოლიას და ზაირა ჩარკვიანს.

 

შეხვედრას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოშიმშილე დევნილთა მიმდინარე აქციის დეტალებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი დევნილებს საკითხის საფუძვლიანად შესწავლასა და გადაწყვეტაში დაპირდა.

 

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions