ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა


ვინაიდან სახელმწიფო მინისტრი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ფრიად სენსიტიურ საკითხებს, კონკრეტული შედეგების, ინიციატივებისა და გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ ფარგლებში ხორციელდება, ირაკლი ბერაიას წინადადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხდომის დახურულ რეჟიმში წარმართვის შესახებ.

 

სხდომის წინაშე საფუძვლიანი მოხსენებით წარსდგა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქ0ნი ქეთევან ციხელაშვილი.

 

„არავინ საქართველოში არ აპირებს ოკუპაციასთან შერიგებას, მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ საზოგადოებების შერიგებას, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი. ჩვენ გვაქვს კომპლექსური სამშვიდობო პროგრამა - ინიციატივა, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ესაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. არის ბევრი სიახლე, არის უკვე პირველი წარმატებები ამ პროგრამის და მე მსურს პარლამენტარებს ძალიან დეტალურად ვესაუბრო ამის შესახებ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა მედიის წარმომადგნელებთან სხდომის დაწყებამდე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხდომას ესწრებოდნენ ბატონები ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, დავით გვაძაბია, ვახტანგ ყოლბაია.



 

 

 

 

 




























































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions