ჯემალ გამახარიამ ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

8 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა.

 

მოხსენებით გამოვიდა ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი რეზო წულაია.

კონფერენციის მონაწილეებს ვრცელი სიტყვით მიმართა ჯემალ გამახარიამ, რომელმაც დევნილებს მათი პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ქალაქის მერიისა და ასევე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზების  მოძიებას.
























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions