სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა


12 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

 

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, იურისტებმა, ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, კანონპროექტის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ. ხუბუამ, აპარატის უფროსმა ზ.მებონიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სამოქალაქო სექტორის წევრებმა.

კანონპროექტის გარშემო გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს თ.ხუბუამ, რ.ხონელიძემ, ვ.თორდია, ზ.მებონიამ, ა.წოწონავამ, ზ.პაპასქირმა, ა.ხაზალიამ, ი.კოპალიანმა და სხვებმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით ასევე გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები, რომლებიც გასათვალისწინებელია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების დროს.





















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions