ჯემალ გამახარია აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის ფორუმს დაესწრო


16 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

ფორუმი გახსნა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ მამუკა თხელიძემ.

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის სტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე მოხსენებებით წარსდგნენ ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეები ნანა მაჭარაშვილი და გიორგი კეპულაძე, ასევე საქართველოში იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორი ნორიკო ჰოშიმოტო.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყივთ მიმართეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგიმემ მარინე ონიანმა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოსა და დევნილი საზოგადოებრიობის ინტელექტუალური ნაწილის - მედიცინის მუშაკთა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო დაწესებულებებისა და თითოეული ექიმის როლზე ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან შერიგების, ნდობის აღდგენისა, ზოგადად მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.






































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions