გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი ჩატარდა


23 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი  ჩაატარა.

 

გათამაშებაში 2007-2008 წლებში დაბადებულთა ათი გუნდი ასპარეზობდა. ტურნირის ფინალი თბილისის „დინამოს“ აკადემიის მოედანზე გაიმართა, სადაც „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული გმირის, საფეხბურთო კლუბი სოხუმის „ცხუმის“ პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველად 2018 წელს ჩაატარა.

ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები ინდივიდუალური პრიზებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია ესწრებოდა. მისი თქმით, „გურამ გაბისკირია იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ადამიანობისთვის, სპორტისთვის, ქვეყნისთვის. მან თავი შესწირა კიდევაც ჩვენს ქვეყანას“.   































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions