ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ სპეციალურ მოსმენას დაესწრო


25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, დღის წესრიგით: „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობა“.

 

ძირითადი მოხსენება წარმოადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა. მან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კულტურული ძეგლების ხელყოფის, მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.

სხდომის მეორე ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა. გაიმართა საინტერესო დისკუსია მოხსენების გარშემო. პარლამენტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წამოაყენეს საინტერესო წინადადებები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დამატებითი მექანიზმებისა და ბერკეტების შექმნას.

დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდმარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ადა მარშანიამ, თემურ ჭკუასელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ და სხვებმა.



























































































































 

 

 











ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions