სამუშაო თათბირი უმაღლეს საბჭოში


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამაზ ხუბუასთან გაიმართა უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებისა და კომისიების აპარატების უფროსების თათბირი, სადაც უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის ღონისძიებებიდან გამომდინარე და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოს მუშა წარმონაქმნების საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების შემდგომი სრულყოფის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

 

კომისიების ხელმძღვანელთა ყურადღება გამახვილდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დამტკიცებული 2019-2020 წლების კომპლექსური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადება-რეალიზაციაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაზე. მოსმენილი იქნა ინფორმაციები იგპ-თა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებთან ელექტრონული კომუნიკაციის პილოტური პროექტის, კომისიების მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფის და აფხაზეთის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნების კომისიების საქმიანობაში გათვალისწინების სამართლებრივი ფორმების შესახებ. გაიმართა მსჯელობა საბჭოს კომისიების ხელმძღვანელთა მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის აქტუალიზებული კონკრეტული წინადადებების გარშემო. აუცილებლად ჩაითვალა, რომ თათბირზე შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია ანალოგიური ფორმატით ყოველკვარტალურად იქნას მოსმენილი.

მუშა თათბირში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებმა აკაკი გასვიანმა, როსტომ შამუგიამ, მურმან კვარაცხელიამ, რუდიკ ცატავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომისიის აპარატის უფროსმა ოთარ ჩარკვიანმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა გურამ მაღლაკელიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწემ მაია ჯახაიამ, პრესსპიკერმა დალი ჯონჯუამ.

























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions