აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს იაპონიის მთავრობას

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოხატავს ღრმა მწუხარებას იაპონიაში დატრიალებული სტიქიური უბედურებით გამოწვეული ადამიანთა მსხვერპლის, მოსახლეობისათვის მიყენებული ფსიქოლოგიური სტრესისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის გამო.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

 

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ იაპონიის ხელისუფლება და შრომისმოყვარე ხალხი ღირსეულად გაართმევს თავს სტიქიის გამოწვევას და ქვეყანა უმოკლეს დროში დაიბრუნებს მისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions