პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა


4 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხები განიხილეს:


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ; აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების სამართლებრივი ანალიზის მომზადებისა და საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენი სარჩელების მომზადების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და რეგიონალური მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესახებ; ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგების შესახებ; უმაღლესი საბჭოს წევრის ანზორ წოწონავას ფრაქციაში „მრგვალი მაგიდა - დიალოგი  ერთიანი საქართველოსათვის“ გაწევრიანების შესახებ.






































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions