მადლობის წერილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან

საქართველოს საელჩომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრიის ბიბლიოთეკას გადასცა საქართველოში გამოცემული წიგნები სხვადასხვა ენაზე.

 

მათ შორის იყო ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით არაბულ ენაზე 2017 წელს გამოცემული წიგნი - აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან ჯემალ გამახარიას სახელზე მოვიდა მადლობის წერილი.

 

 



ბატონ ჯემალ გამახარიას

თქვენო აღმატებულებავ!

 

მსურს გამოვთქვა უდიდესი მადლიერება თქვენს მიერ მოწოდებული წიგნებისათვის, რომლებიც გადმოგვეცით საქართველოს საელჩოს მიერ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

თქვენი საჩუქარი საკმაოდ ძვირფასია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის და მომავალი თაობებისთვის. გაცნობებთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში, რათა შეძლოთ თავისუფლად ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით. ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ ბიბლიოთეკის ვებ-გვერდს www.bibalex.org. აქ თქვენ შეძლებთ მსოფლიოს გამორჩეული, ელექტრონული, ინფრომაციული რესურსების დათვალიერებას და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული წყაროები თქვენს მოწონებას დაიმსახურებს.

მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღვივებას.

 

საუკეთესო სურვილებით,

შერიფ რიადი

საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის დეპარტამენტი

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

















































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions