აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბოლო საშემოდგომო სესია


20 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბოლო საშემოდგომო სესია. დღის წესრიგის პირველი საკითხი იყო კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევნები.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ფრაქციამ  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დააყენა თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას კანდიდატურა. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად გაიმართა დახურული კენჭისყრა. სხდომის მონაწილე ჩვიდმეტი დეპუტატიდან თექვსმეტმა, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას და ბატონი თამაზ ხუბუა აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

დასასრულ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს დღის წესრიგით შემოთავაზებული მეორე საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიის დახურვის შესახებ.
















































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions