შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

ამ დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთიდან სპეციალურად ჩამოსულ ახალდაქორწინებულ აფხაზურ წყვილთან ერთად შეხვდა უწმინდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-ს. 


მისმა უწმინდესობამ დალოცა ახლადშექმნილი ოჯახი, უსურვა მას ბედნიერება, მშვიდობა და გამრავლება.


შეხვედრამ უაღრესად თბილ ვითარებაში ჩაიარა. ახალდაქორწინებულებს მიართვეს საჩუქრები კათოლიკოს-პატრიარქის სახელით.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions