ჯემალ გამახარია: „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს შესაბამისი ბრძანებულებითაც დადასტურდება“


“მე ორმაგად გახარებული ვარ, რადგან გუშინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდებოდა. ვულოცავ ბატონ ვაჟას ტყვეობიდან დახსნას, ასევე ვულოცავ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურება. დიდი მადლობა მათ. რომ არა საერთაშორისო მხარდაჭერა და ასეთი სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობდით, ეს ალბათ შეუძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სააგენტო ტაიმერთან საუბრისას.


მისივე განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს შესაბამისი ბრძანებულებითაც დადასტურდება. გამახარია მიიჩნევს, რომ დეფაქტო ხელმძღვანელობაზე არაფერი არ იყო დამოკიდებული. ეს საკითხი გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ ანუ ოკუპანტმა, ვინც რეალურად აკონტროლებს ამ ტერიტორიას.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions