ჯემალ გამახარია: “რაც გალში ხდება, დედამიწის ზურგზე, არსად ხდება“ - ჰააგისთვის სარჩელი მზადდება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თვლის, რომ რაც ენგურს მიღმა, კონკრეტულად კი, გალის რაიონში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სასამართლოებისთვის მზადდება სარჩელი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

”ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვა, დეოკუპაციის შემადგენელი ნაწილია. რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, განსაკუთრებით გალის რაიონში ქართული მოსახლეობის მიმართ, დედამიწის ზურგზე არსად ხდება. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი შეფასება მივცეთ ყოველივე იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ყოველივე ეს გავიტანოთ საერთაშორისო სასამართლოებში, იქნება ეს სტრასბურგი თუ ჰააგა. ჯგუფი შექმნილია, რომელიც შეუდგა უკვე მუშაობას, რომ სამართლებრივად შეფასდეს ის, რაც ენგურს გაღმა ხდება. მასალები მზადდება, იქნება რამდენიმე სარჩელი. ნაწილი გაიგზავნება ჰააგაში. უამრავი ოკუპირებული ტერიტორია არსებობს, ბევრგან ირღვევა ადამიანის უფლებები, მაგრამ ის რაც გალის რაიონში ხდება, არსად ხდება. ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულია,” – განუცხდა „მედიაცენტრ მთავარს“ ჯემალ გამახარიამ.
ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions