უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა


3 თებერვალს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:

 

კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ანგარიშების მოსმენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა და აპარატის მუშაკთა, საქართველოს რეგიონებში დროებით განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრების, 2020 წლის განრიგის დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „ცხელი ხაზის“-ს შექმნის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ო. ნაგარნინას შესახებ და სხვა. 




















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions