შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

27 თებერვალს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან ბ-ნ ჯემალ გამახარიასთან გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილული იქნა შემოთავაზებები აფხაზეთიდან დევნილი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საერთაშორისო პროექტების „საბავშვო დიპლომატია“ და „პედაგოგები მშვიდობისათვის“ განხორციელების საკითხები.

 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების ბაზაზე აღნიშნული პროექტების საპილოტე მიმართულებების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი, კონკრეტული წინადადებები, ამ მიმართულებით სკოლების პედაგოგიური კოლექტივებისა და მოსწავლეთა კონტინგენტის მომზადების თაობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების თბილისის ინსტიტუტის“ დირექტორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების დირექტორები ქ-ბი ნანა ჯალაღონია და ს. რურუა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი დინარა დარსალია და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია.

დაიგეგმა შემდგომი მუშა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს მონაწილეობით.






































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions