აფხაზეთის ა/რ უმღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ სოსო ახალაიას სახელმწიფო ჯილდო გადასცა

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ სამშობლოსათვის თავდადებულ მეომარს, სოსო ახალაიას, საპატიო ჯილდო გადასცა და მშობლიურ მხარეში ღირსეული დაბრუნება და მოღვაწეობა უსურვა.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და აფხაზეთში მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის აფხაზეთის ვეტერანთა დეპარტამენტმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური მომზადების სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი სოსო ახალაია სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს.

 

საქართველოს პრეზიდენტის 18 მარტის განკარგულებით სოსო ახალაია დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით.

 

უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions