თამაზ ხუბუა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეზე გავრცელებულ სიცრუეს ეხმაურება


ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებია, ძალიან ცდება. პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის, მას ზოგიერთი უზნეო ადამიანი აბინძურებს!

 

ამას წინათ სოციალურ ქსელებში გავრცელებული, თითქოსდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას გამონათქვამს აფხაზებთან ომის გარდუვალობის მოწოდებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, რელევანტური და ობიექტური პასუხი დაუყოვნებლივ გაეცა.

უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მზად არის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა პირთან და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს, მაგრამ მუდამ დისტანცირებული იქნება ნებისმიერი ჯურის პროვოკატორებთან და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ აშკარად მართულ მარიონეტებთან.

მსურს საჯაროდ დავაფიქსირო, რომ კატეგორიულად ვგმობ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ უსამართლო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ცილისმწამებლური გამონათქვამების გავრცელების მცდელობებს. ასეთი ქმედებების ავტორები და ორგანიზაციები კი ადეკვატურ უმკაცრეს განსჯას უნდა დაექვემდებარონ!

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions