საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის შრიფტის - „ჟიული შარტავა“ პრეზენტაცია გაიმართა

7 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოებამ წარმოადგინა შრიფტი - „ჟიული შარტავა“.

 

იდეის ავტორი და კონსულტანტი გახლავთ  ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ჯიბლაძე, ხოლო ანბანი - „შარტავას“ გარნიტურის ავტორი პროფესორი მურმან გელენიძე.

ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ყოლბაია. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება, რომელიც ბატონი ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფას ეძღვნება, განხორციელდა ჟიული შარტავას საზოგადოების წევრების, აფხაზეთის მთავრობისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. მან ისაუბრა შრიფტის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის საქმეში.

შრიფტის შექმნა შესაძლებელი გახდა თვითონ ჟიულის კალეგრაფიიდან გამომდინარე.

დარბაზში გამოფენილი იყო შრიფტის ნიმუშები.

ღონისძიებას მოწვეულ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა და ასევე უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები. ბატონმა დავით გვაძაბიამ სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ჟიული შარტავას მოღვაწეობა სოხუმში.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, შრიფტის ავტორი, მის შექმნაზე მომუშავე მურმან გელენიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სხვა.









































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions