ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო! გილოცავთ დიდგორობას! დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
მას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. ერთის მხრივ, მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებელი გახდა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება, რამაც დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.