თ. ხუბუა: აფხაზეთში ზოგიერთი ჯუჯა სახელმწიფოს ხელმძღვანელების ვიზიტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარდაუვალ აღდგენას ხელს ვერ შეუშლის







ამ დღეებში სოხუმს დომინიკის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ხოსე აბრეუ ეწვია. მან შეხვდრები გამართა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პირველ პირებთან ს. შამბასთან, ა. ანქვაბთან და სხვებთან, აგრეთვე აფხაზეთში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთან მ. ჯიოევთან, რომლებზეც ორმხრივი თანამშრომლობისა და სეპარატისტული რესპუბლიკების შესაძლო აღიარების საკითხებზე ისაუბრეს.

 

დომინიკის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის სოხუმში ჩასვლა არავითარ საერთაშორისო ლეგიტიმაციას არ აძლევს რუსეთის მცდელობას აფხაზეთის რესპუბლიკის სამართლებრივი ”გაპრავებისათვის” - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

მისი თქმით, აფხაზეთში ზოგიერთი ჯუჯა სახელმწიფოს ფულად შემწეობაზე დახარბებული ხელმძღვანელების შემდგომშიც შესაძლო ე.წ. ვიზიტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარდაუვალ აღდგენას ხელს ვერ შეუშლის. ”ნუთუ ვერ ხვდებიან აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მესვეურები თუ რა სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) მდგომარეობაში იყენებენ თავს, როცა ნაურუსა და დომინიკის რესპუბლიკის იმედით გეგმავენ აფხაზეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს” - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions