27 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ორგანიზებით აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე განიხილეს აფხაზური ენის გადარჩენის, განვითარების და ფუნქციონირების გაფართოების პერსპექტივები.
კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.
მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე, პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, სსუ-ს სამშვიდობო განათლების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ლევან გერაძე და სხვა.