აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განაგრძობს საახალწლო ჰუმანიტარულ დახმარებას დევნილთათვის

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს ამჯერად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა სტუმრობდა. მან სასურსათო პროდუქტები,  საყოფაცხოვრებო ნივთები 22 დევნილ ოჯახს გადასცა. საახალწლო ნობათის ადრესატები პირველ რიგში ხანდაზმული ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები, ომის ვეტერანები,  შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირები, სოციალურად დაუცველები და მარტოხელები იყვნენ.

 

თამაზ ხუბუას განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ზრუნავს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიური და პანდემიური კრიზისის პერიოდში მოწყვლად დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა და იგრძნონ ყურადღება და ზრუნვა მათ მიმართ.

 

უმაღლეს საბჭოში ტრადიციადქცეული ჰუმანიტარული დახმარების აქცია მომავალშიც გაგრძელდება.  აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრების საშუალებით.

 

ნობათის გადაცემა სანიტარული ნორმებისა და ეპიდემიოლოგთა მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions