აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საახალწლო ჰუმანიტარული ამანათები რეგიონებში ჩაიტანეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლო დღეებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატურად ახორციელებენ

 

დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დეპუტატებთან ვახტანგ ყოლბაიასთან, ნუგზარ მგალობლიშვილთან, რაისა ქარაიასთან და აპარატიოს თანამშრომლებთან ერთად იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონს საახალწლო ამანათებით ეწვივნენ.  ჰუმანიტარული დახმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე 300-მდე დევნილ ოჯახს გაეწევა.

 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

 

საახალწლო ნობათი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით რამდენიმე მოწყვლად ოჯახს ზესტაფონში და ქუთაისში დღეს უკვე გადასცეს.

 

ზუგდიდში ჰუმანიტარული დახმარება გაეწევათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს - ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელებს, შშმ პირებს, აფხაზეთის დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ჯამში დარიგდება 300 ამანათი

 

პანდემიის პირობებში, სურსათის დარიგება ხდება რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე ტრადიციად ქცეული დევნილ თანამოქალაქეთა დახმარების ჰუმანიტარული აქცია, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით მათივე ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება. (იხილეთ ვიდეო https://youtu.be/N8Gcdz-x_Mw, https://youtu.be/9IDNuh8mukw , https://youtu.be/aNzoboxyiKU)
















































 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions