უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 3 მარტს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები ამჯერად 22 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის ომის ვეტერანებს და სოციალურად დაუცველებს, რომლებიც თბილისში, გმირ კურსანტთა მე-2 შესახვევში მდებარე ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა - 03.03.2021
https://youtu.be/AHz4AGQJIZE



















































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions