უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებში საკადრო რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

10 მარტს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა. დღის წესრიგში იყო ერთი საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში გამოცხადებული რეორგანიზაციისა და ოპტომიზაციის მიმდინარეობის  შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროებში დაწყებული რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით შესაბამისად წარდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია.

სხდომის მუშაობაში უმაღლესი საბჭოს კომიტეტებთან ერთად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა ხელამძღვანელები, შესაბამისი უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. მან ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის დევნილ სახელისუფლებო სტრუქტურებში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ კადრების შემცირება თვითმიზანი არ უნდა იყოს. პირიქით, მნიშვნელოვანია არსებული კადრების შენარჩუნება და დევნილ მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა, რისთვისაც შესაბამისი ადამიანური რესურსის არსებობა აუცილებელია.

მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ოპტიმიზაციის კრიტერიუმებისა და ამ კონტექსტში აკუმულირებული თანხების მიზნობრიობის განსაზღვრა.

მთავრობის სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მწვავე შენიშვნები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და თეიმურაზ მჟავიამ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ თავის შეფასებებში ყურადღება გაამახვილა პროცესის სამართლებრივ მდგენელზე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია თუ რომელი დამატებითი სამართლებრივი აქტებით ხელმძღვანელობენ უწყებები ზემოაღნიშნული პროცესის წარმართვისას.

სასარგებლოა და აუცილებელია ყველა იმ პროექტების განხორციელება, სტრუქტურის მართვის ის ზოგიერთი სიახლეები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა. ამასთან სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2021-2024 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამის იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობაზე, რომელმაც, ქვეყანაში COVID-19-ს პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს თითოელი ადამიანის ეკონიმიური უსაფრთხოება. სწორედ ამან ხელი უნდა შეუწყოს გამოცდილი და პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას და ამასთან, დათხოვნილი თანამშრომლების შეძლებისდაგვარად დასაქმებას სხვადასხვა პროექტში.

ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის განცხადებით გარძელდება დარჩენილი სხვა სამინისტროებისა და უწყებების ინფორმაციის მოსმენა. საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები წინადადებების სახით გადაეგზავნება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს განსახილველად,  შემდგომ კი მთავრობას რეაგირებისათვის.

უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებით, მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლობის შემთხვევაში, მაქსიმარულად დაიცავენ აღმასრულებელ სტრუქტურებში მომუშავე თანამშრომლების უფლებებს. ამასთან, უმაღლესი საბჭოს წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ მთავრობის შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშაონ რეფორმის სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად, ამ პროცესში ჯარ კიდევ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.





























































































































































 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions