აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 20 ოჯახს სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.

 

დეპუტატებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით შეძენილი პროდუქტები, ამჯერად უკვე მესამედ ჩაიტანეს ზესტაფონში დევნილთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

პროდუქტები ზესტაფონში  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყოლბაიამ ჩაიტანა. მისი განმარტებით, უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია - 100 საქმიანი ქალის“ ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ციალა ნებიერიძე და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მზია კვინიკაძე. მათ მიაწოდეს რეგიონში განსახლებული 20 დევნილი ოჯახის მონაცემები, რომლებიც სოციალურ დახმარებას საჭიროებდნენ. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, ეს ორგანიზაცია და მისი მესვეურები გამოირჩევიან დევნილებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით და ისეთი ღონისძიებების ინიცირებით, რომელიც დევნილთა  ჰუმანიტარულ და მორალურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოხატული მინიმალური ყურადღება შეჭირვებულ ყოფაში მცხოვრებ დამსახურებულ ადამიანებს პრობლემებს, რასაკვირველია, მთლიანად ვერ უგვარებს, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ასეთი ფორმით მათ მიმართ გამოხატულ ზრუნვას, ისინი დაფასებადაც აღიქვამენ და გულითად მადლიერებას არ იშურებენ უმაღლესი საბჭოს მიმართ.

დევნილებთან შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზეც ერთობლივად მოუწევთ ზრუნავა ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრას ზესტაფონის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ცირა სალაძე ესწრებოდა.   

აფხაზეთიდან დევნილები უმაღლესი საბჭოს ფონდის - "სოციალური სოლიდაობისთვის" პროექტის შესახებ - 26/03.2021
https://youtu.be/R9mPnAJ0lgY






























































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions